LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან?

134
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან?- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ყველაზე წარუმატებელი არის ეკონომიკა. მისივე თქმით, ხელისუფლებას ეკონომიკის მიმართულებით არც ერთი პროგრესული გადაწყვეტილება არ მიუღია.

„რომელ სფეროში შეიძლებოდა საქართველოს ხელისუფლებას წარმატება ჰქონოდა, როცა თქვენი ხელისუფლების არსებობის პერიოდში, ყველაზე წარუმატებელი არის ეკონომიკა. ხალხი გაღატაკდა, ქვეყანა იცლება და არ ყოფილა ეკონომიკაში არც ერთი პროგრესული გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც შეიძლება რაღაც მომავლის იმედი გაეჩინა ხალხისათვის. პრემიერ-მინისტრი გამოდის და როგორც თქვენ, ყველანი – სიცრუეზე აგებთ თქვენ პროპაგანდისტულ გამოსვლას, იტყუება და ხალხს თვალში ნაცარს აყრის. ახლა ტრაბახობს ეკონომიკური ზრდით? თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან? ეკონომიკური ზრდის საკმაო ნაწილი ფიქტიური ზრდა იყო… [პრემიერი]რომ გამოდის და ამბობს, ლარი 3 და რაღაც იყო და 2. 5-მდე გავხადეთო. რა გახადეთ? გახადეთ ის, რომ რუსეთიდან შემოვიდა ფული, ეს არის ერთჯერადი ეფექტი. ასევე, გუშინ განაცხადა [პრემიერმა], 5.3 % არის ინფლაციაო, ეს ნიშნავს, რომ ფასები გაიზარდა… ფასები კი არ შემცირდა, ფასების ზრდის ტემპი შემცირდა და მოსახლეობას დემაგოგიურად ნუ ატყუებთ, მედიკამენტების ფასების 70%-ით შემცირებისა არ იყოს, აქაც იტყუებით და დემაგოგიაზე გაქვთ მთელი თქვენი გამოსვლები აგებული. ეკონომიკა არის ის, რაშიც თქვენ ყველაზე მძიმე შედეგები განიცადეთ, არაპროფესიონალიზმის, კორუფციის, ნეპოტიზმისა და ბიუროკრატიის ზრდის გამო. ამიტომ, სჯობს, ისევ ნაცად თემებს მიმართოთ, თუმცა არც ეს სჯერა არავის. როგორც ამ ბოლო პერიოდში, თუთიყუშებივით, თუმცა, თუთიყუში ძალიან საწყენი სიტყვაა თქვენთვის იმ ვიდეოს შემდეგ, მაგრამ რა ვქნათ ახლა. იმანაც კიდევ ერთხელ გაგვახსენა – იქაურმა თუთიყუშებმა აქაური თუთიყუშები. მიაწექით ძველ თემას, როგორიცაა, ეკლესიის მაგინებლები, ლგბტ პროპაგანდისტები, უცხოური აგენტები და სატანისტები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g