LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომანტიკული სახლი ფილმიდან „უბის წიგნაკი“ 1.3 მილიონი დოლარი ღირს

333
MovieLocation38-

კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანტიკული მელოდრამა „უბის წიგნაკი“ რამდენიმე ლოკაციით გვამახსოვრდება. ერთ-ერთი ასეთია მთავარი გმირების, ნოასა და ალისონის სახლი, სადაც წყვილს უამრავი მოგონება აქვს. სწორედ ამ სახლში ხვდებიან ისინი, ამ სახლში იწყებენ თანაცხოვრებას და ამ სახლში ბერდებიან.

„უბის წიგნაკში“ რეიჩელ მაკადამსის ნაცვლად ბრიტნი სპირსს უნდა ეთამაშა – დირექტორის აღიარება

რეალურად სახლი ჰოლივუდის ყველაზე რომანტიკული ფილმიდან მარტინს-პოინტის პლანტაციებში, სამხრეთ კაროლინას შტატში,  ულამაზესი ბუნების გარემოცვაში მდებარეობს. თეთრი სახლი აივნებით, უზარმაზარი ფანჯრებით, ანტიკვარული ავეჯითა და ვინტაჟური დეკორით, ულამაზესია. სახლი ამჯერად როგორც მუზეუმი, ისე ფუნქციონირებს, მისი ღირებულება 1.3 მილიონი დოლარია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები