ბევრი ადამიანისთვის დასვენება მზესთან, ქვიშიან სანაპიროსთან და გართობასთან ასოცირდება, ამიტომ ზამთრის სუსხისთვის თავის არიდება და სადმე თბილ ქვეყანაში გაქცევა საუკეთესო გამოსავალია. ექსპერტებმაც ყველაზე ცივ პერიოდში ყველაზე ცხელი დანიშნულებების რეიტინგი შეადგინეს.

კანარის კუნძულები
კანარის კუნძულებზე ზამთრის თვეებშიც საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა. მოგზაურებს განსაკუთრებით უყვართ სამხრეთ ნაწილში განთავსებული კუნძულები, სადაც მზე მთელი დღის განმავლობაში ანათებს.

ტაილანდი
ტაილანდი კიდევ ერთი პოპულარული დანიშნულებაა, განსაკუთრებით კი ზამთარში. ჰაერისა და წყლის ტემპერატურა ფხუკეტში 27 გრადუსი, ბანგკოკში კი 25 გრადუსია. ორივე კუნძული დამსვენებლებს ულამაზეს სანაპიროებს სთავაზობს და დანიშნულება არც ღირსშესანიშნაობების ნაკლებობას განიცდის.

დომინიკელთა რესპუბლიკა
დომინიკელთა რესპუბლიკაში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი დეკემბრიდან – მაისამდეა. წყლის ტემპერატურა ძალიან სასიამოვნოა და 25-27 გრადუსს შორის ლავირებს.

დაბოლოს, მათთვის ვისაც სურს, რომ ზამთარი ზამთრის სპორტის სახეობებთან ერთად გაატაროს, აუცილებლად სანახავ ადგილთა შორის – იტალიის, შეიცარიის და ავსტრიის პოპულარული მთის კურორტები უნდა მოინიშნოს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05