LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქვეყანა ებრძვის ყველაზე წარმატებულად კორონავირუსს

437
Capture

ქვეყანა, რომელმაც ამ დრომდე ყველაზე წარმატებულად მოახერხა კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ისრაელია.

რაში იმალება ამ ქვეყნის წარმატება, დაავადების გამოვლენის მკაცრი მონიტორინგისა და სამკურნალოდ მუდმივი მზადყოფნის გარდა?

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ისრაელი ყოველთვის მომზადებულია და სწრაფად რეაგირებს ქვეყანაში შექმნილ სხვადასხვა, თუნდაც ასეთ რთულ და მასშტაბურ პრობლემებზე.

რა თქმა უნდა, ასე არ იქნებოდა, რომ არა ქვეყნის კარგი მმართველობა, რომელმაც მოახერხა და კრიზისის დაწყებისთანავე ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველი მეთოდები შეიმუშავა.

 

ისრაელმა, თებერვლის დასაწყისშივე აკრძალა ქვეყანაში იმ ტურისტების შესვლა, რომლებმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთი მოინახულეს, ხოლო ჩინეთიდან დაბრუნებული ისრაელის მოქალაქეები დაავალდებულა ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ. ეს არ გააკეთეს ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, რომლებიც კორონავირუსის შემთხვევათა სწრაფ ზრდას ვეღარ აკონტროლებენ.

ინფიცირების პირველი შემთხვევა ისრაელში 21 თებერვალს გამოვლინდა. დაავადება ისრაელის მოქალაქეს, საკრუიზო ლაინერის Diamond Princess მგზავრს დაუდგინდა.

1 კვირის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა ქვეყნის კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ამის შემდეგ ქვეყანამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საზღვარი იმ უცხოელებისთვის დაკეტა, რომლებმაც ბოლო 14 დღის განმავლობაში იტალია მოინახულეს.

თებერვლის ბოლოს იტალიამ მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაცები მისცა: მოსახლეობას მოუწოდა თავი შეეკავებინათ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან და იმ საერთაშორისო კონფერენციებსა თუ რელიგიური ღონისძიებებზე დასწრებისგან, რომლებშიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იღებდნენ მონაწილებას.

უკვე მარტის დასაწყისიდან, ისრაელში ტურისტებს ავსტრიიდან და ეგვიპტიდან შესვლა აეკრძალათ. 9 მარტიდან, ქვეყნაში ყველა ტურისტს 2 კვირიანი კარანტინი უნდა გაევლოთ. მარტის შუა რიცხვებიდან ისრაელმა ყველა გასართობი და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ობიექტები დაკეტა და გააუქმა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.

ცოტა ხნის შემდეგ ქვეყანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალა დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება და მოსახლეობას ერთმანეთის მიმართ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. ამ დროისთვის ისრაელში კორონავირუსის 200 დადასტურებული შემთხვევა იყო გამოვლენილი.

19 მარტს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა, რომლის მიხედვით მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ.

23 მარტს აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო ამავე თვის, 25 რიცხვში დაიხურა ქრისტიანული სამყაროს მთავარი სალოცავი – იერუსალიმის წმინდა სამარხის ეკლესია.

 

ქვეყანაში მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობდა და კარანტინის დამრღვევ მოქალაქეებს ასეული დოლარით აჯარიმებდნენ.

ერთ-ერთი მთავარი ებრაული დღესასწაული – პასექი მოსახლეობამ სახლებში, ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა. 8-9 აპრილიდან მოქალაქეებს გარეთ დამცავი ნიღბის გარეშე გასვლა აეკრძალათ.

18 აპრილს იერუსალიმში, ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია, რომელსაც როგორც წესი, უამრავი ადამიანი ესწრება ხოლმე, მომლოცველების გარეშე ჩატარდა. ქალაქი, რომელიც ამ დღეებში მუდამ სავსე იყო ტურისტებითა და ადგილობრივებით, სრულიად დაცარიელდა.

ასეთი დროული და მკაცრი შეზღუდვებით ქვეყანამ შეძლო მაქსიმალურად შეეჩერებინა კორონავირუსის გავრცელება. 21 აპრილის მონაცემებით, ისრაელი მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით 21-ე ადგილზეა.

ქვეყანაში მთლიანობაში ინფიცირების 13 713 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 177 , ხოლო გამოჯანმრთელდა 4 4049 ადამიანი. ყველაზე მეტი ადამიანი იერუსალიმში დაინფიცირდა.

ახლა კი ისრაელი შეზღუდვების თანდათანობით მოხსნის ეტაპზე გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g