LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი სატრანსპორტო საშუალებით შეიძლება გადაადგილება

1105
91871450-2489055874529730-8140136445345005568-o

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. განკარგულება ძალაში დღეს 12:00 საათზე შევა და იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. განცხადება პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა წუხელ გაახმოვანა. მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელდა ასევე იმ კითხვების პასუხები, რომელსაც საზოგადოება მთავრობის მისამართით ხშირად სვამს.

  1. რომელი სატრანსპორტო საშუალებით შეიძლება გადაადგილება?  –  არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.
  2. ეხება თუ არა შეზღუდვა ტაქსებს? – შეზღუდვა ეხებათ ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.
  3. როგორ მოვიპოვოთ საშვი მანქანით გადაადგილებისთვის? – იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო).
    თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 144.
  4. როგორ ვიაროთ სამსახურში? – თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა.
  5. მაქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების უფლება სამსახურეობრივი მიზნით და შემიძლია თუ არა ოჯახის წევრის ტარება? – არა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებით უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ თქვენ, სამსახურებრივი მიზნით.
  6. მაქვს სამსახურებრივი მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა თანამშრომლის გადაყვანა ჩემი სატრანსპორტო საშუალებით? – დიახ, სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით.

პოპულალურები