ყველას, ვისაც უყვარს მცენარეები და მათი მოვლა, სპეციალისტების რჩევით უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა ქოთნის ყვავილის სახლში გაჩერება არ შეიძლება, რადგანაც ზოგიერთი ტოქსიკურ აირს გამოყოფს.
ჯანმრთელობისთვის 10 ყველაზე საშიში მცენარე
დიფენბახია – მისი წვენი და ის დამწვრობას იწვევს. უნდა მოარიდოთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს.
აზალია – მისი ფოთოლიც და ღეროც შხამიანია და შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, გულის მუშაობის დარღვევა. მისი საძინებელში გაჩერება არ შეიძლება.
პუანსეტა – ბეთლემის ვარსკვლავი. უნდა მოერიდოთ მის შხამიან წვენს. აგრეთვე საშიშია მათთვის, ვისაც ლატექსზე ალერგია აქვს.
მონსტერა – ეს მცენარე შხამს არ შეიცავს, თუმცა საშიშია მისი მიკროსკოპული ნემსები, რომლებიც ფოთლებში მდებარეობს.
სპარსული ციკლამენი – ალპური ია, რომლის შხამს შეუძლია ადამიანს მხედველობა დააკარგვინოს.
ტრიქოცერეუსი – სამხრეთ-ამერიკული კაქტუსის სახეობის შხამი ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს, იწვევს ჰალუცინაციებს, გაბუჟებას.
კლივია – შხამიანი მცენარეა. სპეციალისტები გვირჩევენ მოვარიდოთ ბავშვებსაც და შინაურ ცხოველებსაც.
ბროვალია -მისი ქვენი ინტოქსიკაციას იწვევს.
მოლოჩაი – შეიძლება სამკურნალოდაც იქნეს გამოყენებული და დამღუპველადაც. იწვევს ძლიერ ინტოქსიკაციას.
ლამერა – ეს აფრიკული მცენარე ძალიან საშიშია. ის შეიცავს უამრავ ტოქსიკურ ნივთიერებას. ალერგია უმნიშვნელოა, რაც მას შეუძლია გამოიწვიოს და ყველაზე საშიში რეაქციაა – გულის გაჩერება.