LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუს პოლიტიკოსებს გაეროს ანსამბლეაზე დასასწრებად ამერიკის ვიზა არ მისცეს

232
987-r1-sfghjhgfdsdfghjjhgfds

რუსეთის დელეგაციის წევრებს გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე დასასწრებად, ვიზები არ მისცეს.

ამის გამო ნიუ-იორკში ანსამბლეას ვერ ესწრება 10 რუსი დელეგატი, მათ შორის არიან საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩევი და სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუტი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამ ფაქტს ამერიკის სირცხვილი უწოდა.

ზახაროვამ გაიხსენა, რომ ამერიკულ დელეგაციას, მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით, სოჭში ვიზიტის დროს რუსებმა 200 ვიზა მისცეს. მისი თქმით, ეს თავიანთი ვალდებულებებისადმი სერიოზული დამოკიდებულების მაგალითია.

“ნიუ-იორკში ლავროვისა და პომპეოს შეხვედრის მთავარი თემა სუვერენული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო უფლებების უგულებელყოფის მორიგი აქტი და საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უუნარობა გახდება.

ამერიკის მხარე თითქოს ამას ტექნიკური ხასიათის პრობლემით ხსნის, საბუთების შეტანის ვადებითა და სხვა. ეს ასე არ არის. დოკუმენტები იმ ვადებში შეიტანეს, რომელიც ამერიკელი დიპლომატების მიერ იყო მითითებული”, – წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.

გაეროს გენერალური ანსამბლეა 24-დან 30 სექტემბრამდე ნიუ-იორკში იმართება.