LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები

185
MTAVRI

რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან კიევის ბლოკირების და უკრაინის სხვა ქალაქებისკენ გარღვევის მცდელობებს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათი მონაცემებით, პოდოლსკის მიმართულებით, მტერი ცდილობს განაგრძოს შეტევა გორენიჩის, გოსტომელის, დემიდოვის საზღვრის გასწვრივ კიევის მიმართულებით, რათა გადაკეტოს დედაქალაქი ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებებიდან. ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით, საოკუპაციო ძალები აგრძელებს შეტევითი ოპერაციებს კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ბლოკირებისთვის.

ამასთან, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ოკუპანტებს დანაკარგები აქვთ ყველა მიმართულებით, თუმცა განცხადებაში კონკრეტული დანაკარგები ნახსენები არ არის.

„ოკუპანტებმა დანაკარგები განიცადეს და უკრაინულმა ძალებმა ისინი შეაჩერეს ბოგოდუხოვის, ჩუგუევის, შევჩენკოვოს დასახლებებთან. დონეცკის მიმართულებით წარუმატებლობის გამო, აგრესორმა ძლისხმევა გადაიტანა ქალაქ მარიუპოლის ბლოკირებაზე. ტავრიჩესკის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციას სკადოვსკის, გოლაია პრისტანის, ხერსონის, სნიგირევკას, ნოვაია კახოვკას დასახლებებზე. გადაჯგუფების შემდეგ ის აგრძელებს მოძრაობას ხერსონისა და ნიკოლაევის მიმართულებით. ორი ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი მოქმედებს ვასილიევკას, კრასნოიე პოლეს, ნოვოპეტროვკას რაიონებში. შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში მტერი ათავსებს საზღვაო დაჯგუფებას და აგრძელებს მზადებას საზღვაო დესანტირებისთვის.

ძალების წინსვლაში წარმატების გარეშე, მტერი კვლავ აგრძელებს სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა დააშინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც უკრაინული ძალების გვერდიგვერდ ეწინააღმდეგება საოკუპაციო ძალებს. ჩვენი ჯარების სტაბილური თავდაცვის გამო მტრის მორალური მხნეობა და გამარჯვების ნებელობა სწრაფად იკლებს. დამპყრობლები დანაკარგს განიცდიან ყველა მიმართულებით“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაში.

ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს – “დაღუპულია ბევრი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: უკრაინელი მებრძოლები იცავენ კიევს/Reuters
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები