იმ კომპანიების სიას, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ ამერიკული ჯინსების ბრენდი Levi’s-იც შეუერთდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, გასულ წელს Levi’s-ის წმინდა გაყიდვების, დაახლოებით, ნახევარი აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთზე მოდიოდა, მაგრამ „ნებისმიერი ბიზნესმოსაზრებები, აშკარად, მეორეხარისხოვანია იმ ტანჯვის ფონზე, რომელსაც ახლა ბევრი ადამიანი განიცდის ”.
შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აღნიშნული ქვეყნის ბაზარი ათასობით საერთაშორისო ბრენდმა დატოვა, მათ შორის არიან: Apple, Netflix, Zara, Jaguar, Land Rover და სხვები.