LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი მზადაა ხელი შეუწყოს მარიუპოლიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციას: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

126
მარიუპოლი

რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი აცხადებს, რომ „რუსეთი მზადაა ხელი შეუწყოს მარიუპოლიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციას, რომლებიც ნაციონალისტებს მძევლად ჰყავთ აყვანილი“. მისივე განცხადებით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სთხოვა.

„რუსეთის პრეზიდენტის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თხოვნის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მარიუპოლის გარკვეულ რაიონებში ნაციონალისტური ბატალიონების მებრძოლების მიერ მძევლად აყვანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციაში სრული დახმარების გაწევის შესახებ“, – აღნიშნა მიზინცევმა.

გენერალ პოლკოვნიკის მტკიცებით, რუსეთი კოორდინირებულ ძალისხმევას ახორციელებს უკრაინის სახიფათო რეგიონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და უცხოელების ევაკუაციისთვის.

„ამ მიზნით ჩვენ განუწყვეტლივ ვთანამშრომლობთ გაეროსთან, ეუთოსთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, – აღნიშნა მან.