LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი მზადაა „კონფლიქტის“ დიპლომატიური მოგვარებისთვის, თუმცა სანქციების მოხსნის შემდეგ – მარია ზახაროვა

169
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა „კონფლიქტის“ დიპლომატიური მოგვარებისთვის, მაგრამ აქვე ასახელებს წინაპირობას და აცხადებს, რომ „კონფლიქტი“ შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით.

ზახაროვამ ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ კონფლიქტის მოგვარების გეგმაზე. მისი აზრით, მის „მშვიდობის ფორმულას“ არაფერი აქვს საერთო უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა ულტიმატუმის მოთხოვნები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომლებიც მოწყვეტილია რეალობას. მათ შორისაა ჯარების გაყვანა რუსეთის რეგიონებიდან – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონიდან და თუნდაც ყირიმიდან, რეპარაციების გადახდა და საერთაშორისო ტრიბუნალებისადმი ჩაბარება“ – თქვა ზახაროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები