LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ოპოზიციურ მედიებს ემუქრება – „დოჟდს” და “ეხო მასკვის” „რადიო თავისუფლებაც“ მიემატა

184
რადიო ტავისუფლება

“რადიო თავისუფლების” რუსულმა ბიურომ გუშინ საღამოს 6 საათზე შეტყობინება მიიღო, რომლის თანახმადაც “როსკომნადზორი” მოითხოვს საიტიდან წაიშალოს ახალი ამბები, სადაც ხარკოვის საცხოვრებელ სახლებზე იერიშების და ჰაკერების მიერ რუსული საიტების პარალიზების შესახებ წერია. ასევე, მასალა, რომელიც ასახავს სოციალური ქსელების მომხმარებელთა რეაქციებს უკრაინაში საომარ მოქმედებებზე.

რუსული უწყების შეფასებით, მასალები ცრუ ინფორმაციას შეიცავს. რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს რომ რუსულმა მედიამ საბრძოლო მოქმედებებს ომი არ უწოდოს და მხოლოდ რუსული ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გაავრცელოს.

ეთერიდან უკვე გაითიშა რადიოსადგური “ეხო მასკვი“. დაიბლოკა მისი საიტი. რადიოარხის დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით საიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ არხის გეენრალურმა დირეტქორმა, ნატალია სინდეევამ განაცხადა. მისი თქმით, 3 მარტის დღის საინფორმაციო გამოშვება ამ სეზონში უკანასკნელი იყო. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

„შექმნილ გარემოებებში ჩვენ დროებით ვწყვეტთ მუშაობას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეთერში დავბრუნდებით“, – განაცხადა სინდეევამ.

ეთერიდან უკვე გაითიშა რადიოსადგური “ეხო მასკვი“. დაიბლოკა მისი საიტი. რადიოარხის დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით საიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g