LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან 20-25 ათასი ადამიანია შემოსული – „თუ ადამიანები გამოურბიან რეჟიმს, უნდა მივცეთ ლეგალურად და სწორად საქმიანობის შესაძლებლობა“

872
levan-davitashvili-w-h

საქართველოში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის 20,000-25,000 მოქალაქე შემოვიდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ რაოდენობრივად რუსეთის მოქალაქეთა ეს რაოდენობა 2020 წლის პერიოდის მსგავსია. მინისტრის განმარტებით, ამ საკითხზე უფრო დეტალურად განმარტებას შსს მინისტრი გააკეთებს, რომელსაც მალე პარლამენტში ელიან.

რუსეთის მოქალაქეთა საქმიანობასთან დაკავშირებით კი დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველო რეგიონში “თავისუფლების კუნძულია”.

„რიცხვები თუ არ ვცდები, ეს არის 20-25 ათასი ადამიანი, ეს არის ის რაოდენობა, რაც იყო 2020 წელს, ვიდრე პანდემიის შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო მიმოსვლა, მაგრამ 2020-შიც იგივე რაოდენობა იყო შემომსვლელების. განცხადება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანები ჩამოდიან და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არაა. რაც შეეხება შეზღუდვებს საქართველოში საქმიანობაზე, ბიზნესის კეთების კუთხით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის ჩვენი სამეზობლოდან საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა შეძლონ საქმის კეთება. ჩვენი ეკონომიკა იყო გახსნილი და ჩვენ მოვიზიდოთ მეტი ადამიანები საქმიანობისთვის. თუ ადამიანები გამოურბიან რეჟიმს და ცდილობენ თავისუფალ გარემოში იყვნენ, ეროვნების მიუხედავად, უნდა მივცეთ ლეგალურად და სწორად საქმიანობის შესაძლებლობა.

ყველა მაკონტროლებელი უყურებს, რომ ქვეყანაში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, ამაზე საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად საერთაშორისო გადაწყვეტილებების აღსრულება,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები