LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან ჩამოვიდა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტი, რომელიც დაბადების დღეს საქართველოში აღნიშნავს: ელენე ხოშტარია

169
BeFunky-collage (2)

ამ წუთებში, თბილისში, სასტუმრო “ვინოტელთან” სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ “საქართველოში არ უნდა ქეიფობდეს ოკუპანტი, რომელსაც მიაჩნია რომ აფხაზეთი არ იყო და არ იქნება საქართველო”. აქტივისტები ადგილზე სასტვენებით მივიდნენ და პროტესტის ნიშნად სასტუმროს კარებზე აბრახუნებენ.

ადგილზე იმყოფება პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. მისი თქმით  “რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი თანმხლებ პირებთან ერთად კაფე “სტამბაში” იმყოფებოდა, ახლა კი, ისინი ავტობუსით ავლაბარში, რესტორან “ვინოტელში” იმყოფებიან, რათა პოზნერის დაბადების დღე აღნიშნონ”.

“თუ სახელმწიფო თავის ფუნქციას არ ასრულებს და მონაწილეობას იღებს შეურაცხყოფაში, პლუს, პანდემიის დროს პოლიციის ესკორტით კომენდანტის საათის დარღვევით მოყავს საქეიფოდ ეს ჯგუფი, მაშინ მათ უნდა მიიღონ დისკომფორტი საზოგადოებისგან. ვერ იქნება ეს მისი დაბადების დღის აღნიშვნა. საქართველო, რომელსაც ის აყენებს შეურაცხყოფას, ვერ იქნება მისი სასეირნო ადგილი”,-აცხადებს ხოშტარია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g