LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის „პირველი არხზე“ მაქსიმ გალკინს ქართველი ბალერონი, პუტინის მეხოტბე, ნიკოლოზ ცისკარიძე შეცვლის

2038
გალკინი

ცნობილი ხდება, რომ რუსეთის „პირველ არხზე“ მაქსიმ გალკინის გადაცემას „დღეს საღამოს“ ამჯერად ქართველი ბალერონი, ნიკოლოზ ცისკარიძე გაუძღვება. პირველი გადაცემა, რომელსაც ცისკარიძე წაიყვანს, ეთერში 9 მაისს გავა, როცა რუსეთი  ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ზეიმობს.

გარდა ამისა, ნიკა ცისკარაძემ რუსი მედია მაგნატების სიმპათია მას მერე დაიმსახურა, რაც ბალერონმა ღიად თქვა, რომ ყველგან რუსეთის დროშის ქვეშ გამოვა. გალკინს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მან ქვეყანა ერთი თვის წინ დატოვა და ღიად დაგმო რუსული აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.

ნიკოლოზ ცისკარიძე: „მე, როგორც რუსი არტისტი, რუსული დროშის გარეშე არასდროს არსად გამოვალ!..“

მაქსიმ გალკინი რუსეთში აღარ დაბრუნდება

„ახალი პუგაჩოვა გვყავს“ – რუსებმა მსმენელს პუტინის მომხრე ოლგა ბუზოვა „პრიმადონას“ შემცვლელად წარუდგინეს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები