ადგილობრივი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ კიევის რეგიონში, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელი სექტორი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი, ხოლო დაშავდა — 6.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა, ოკუპანტებმა დაბომბეს კიევიც.