LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში სურთ, ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმონ – დუმაში ახალი კანონპროექტი დარეგისტირდა

80
Untitled design (2)

რუსეთის სახელმწიფო დუმას მორიგი კანონპროექტი წარუდგინეს – ინიციატივა ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას გულისხმობს.

კანონპროექტი – სსრკ სახელმწიფო საბჭოს დადგენილების “ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ” გაუქმებაზე – გუშინ დარეგისტრირდა.

Deutche Welle-ს ინფორმაციით, ინიციატივის ავტორი დეპუტატი ევგენი ფიოდოროვია.

როგორც კანონმდებელი აღნიშნავს, რეზოლუცია ეჭვქვეშ დააყენებს და შესაძლებელს გახდის ნატოში ლიეტუვის წევრობა გაასაჩივრონ.

ფიოდოროვი მიიჩნევს, რომ ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების დროს დაირღვა სსრკ კანონი “საკავშირო რესპუბლიკის გამოყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცედურის შესახებ”, რადგან მაშინ ლიეტუვაში არ ჩატარებულა რეფერენდუმი სსრკ-დან გამოყოფის შესახებ”.

“რუსეთი სსრკ-ს სამართალმემკვიდრეა და ნატოს წესდების მეექვსე პუნქტის თანახმად, “სადავო იურიდიული პირები არ შეიძლება იყვნენ ალიანსის წევრები”, – აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება კრემლის პოზიციას, პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლში ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

1991 წლის 6 სექტემბერს სსრკ სახელმწიფო საბჭომ მიხეილ გორბაჩოვის თავმჯდომარეობით ლიეტუვის დამოუკიდებლობა აღიარა. 2004 წელს ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირს შეუერთდა.

შეგახსენებთ, ლიეტუვა მუდმივად ემხრობოდა მკაცრ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ.

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში სტუმრობისას განაცხადა, რომ გერმანია ლიეტუვაში სამხედრო მისიას გაზრდის.

შოლცის თქმით, ბერლინი მზად არის, გაზარდოს ჩართულობა გაძლიერებული ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის დონეზე, რომელსაც ლიეტუვაში აგრესიის შემაკავებელი თავდაცვის ორგანიზება შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები