LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში WhatsApp, Viber, Google, Facebook და Telegram დაიბლოკება

140

Telegram, ისევე როგორც სხვა ინტერნეტ-სერვისები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაიცავენ, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ, – ამის შესახებ „რია ნოვოსტს“ რუსეთის კავშირგაბმულობისa და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრმა, ნიკოლაი ნიკიფოროვმა განუცხადა.

„ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვაქვს როგორც რუსული, ასევე უცხოური ინტერნეტ-სერვისების მიმართ. როგორც კანონში წერია, ყველაფერი ისე იქნება. ის სერვისები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაიცავენ, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ. არ მესმის, რატომ ატეხა მედიამ Telegram-ის გარშემო აჟიოტაჟი. ეს კანონი WhatsApp-ზე, Viber-ზე, Google-სა და Facebook-ზეც ვრცელდება“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები