LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაზარალებულთა შორის 39 მამაკაცი და 13 არასრულწლოვანია” – ოლენა ზელენსკა

134
Untitled

რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენაზელენსკამ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „მშვიდობიანი უკრაინელების გაუპატიურებების რაოდენობა და დაუცველობა იმაზე მეტყველებს, რომ ეს რუსული არმიის შეგნებული პოლიტიკაა“.

„ამ ციფრს მიღმა არა მხოლოდ ქალებია – დაზარალებულთა შორის 39 მამაკაცია. 13 არასრულწლოვანი, მათ შორის ბიჭი. ამ შემთხვევების შესახებ მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ ამ ხალხმა საუბრის ძალა აღმოაჩინა საკუთარ თავში. რამდენი იტანჯება სიჩუმეში, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – არ ვიცით”, – თქვა ზელენსკამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები