LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ხუთი რაიონი დაბომბეს

70
უსათაურო დიზაინი

გასულ ღამეს, ხარკოვში რამდენიმე საჰაერო იერიში განხორციელდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში, დაახლოებით, რვა აფეთქების ხმა გაისმა.

როგორც ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რუსებმა ქალაქის ცხრა რაიონიდან ხუთს დაარტყეს:

„ხარკოვის რამდენიმე რაიონი ერთდროულად დაიბომბა – ცხრა რაიონიდან ხუთი. დიდი ხანია ქალაქზე ასეთი რადიუსის სარაკეტო დარტყმა არ მომხდარა“,- აცხადებს ქალაქის მერი.

დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g