LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს: უკრაინის სასაზღვრო სამსახური

205
1

რუსულმა სამხედრო ტექნიკამ კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვია.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება.

Unian-ის ინფორმციით, მოწინააღმდეგის სამხედრო ძალებმა ოლქის საზღვარი სვილჩას საგუშაგოდან გადაკვეთეს.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეებს უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბრძოლა მოუწიათ.

“აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო ქვედანაყოფები, სიტუაციიდან გამომდინარე, გადანაწილებულია სარეზერვო პოზიციებზე და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით მოქმედებენ”, – წერს უკრაინული მედიასაშუალება.

ბოლო ცნობები უკრაინიდან:

ოდესაში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა, დაზარალდა სამხედრო ნაწილები: უკრაინული მედია

რუსების მიერ გახსნილ ცეცხლს ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ქალაქ სჩასტიეზე თავდასხმა მოიგერია და 50-მდე ჯარისკაცი გაანადგურა: უკრაინული მედია

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ორი სოფელი აიღეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს: UNIAN

უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები განადგურებულია: რუსეთის თავდაცვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები