LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში დღეს „ლუკა პოლარეს” დიდი ფორმატის კაფე-სანაყინე იხსნება

353
178642593-4337545176256606-9037781527669212724-n

პანდემიის მიუხედავად, „ლუკა პოლარე“ რეგიონალურ გაფართოებას განაგრძობს. დღეს რუსთავში, კომპანიის ახალი ფილიალი, დიდი ფორმატის კაფე-სანაყინე გაიხსნება და სტუმრებს სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს.

„და აი, ისიც! „ლუკა პოლარეს“ რუსთავის ფილიალი იხსნება. ფილიალს საზეიმოდ მოწვეულ სტუმრებთან და ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად გავხსნით, სტუმრების განწყობაზე კი მოძრაობის თეატრი და ჩვენი ლუკა-დათვი იზრუნებენ. გელით თქვენს პატარებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად, 14 მაისს, 13:00 საათზე, კოსტავას #22 ნომერში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ლუკა პოლარე“ ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსთავი საქართველოს რიგით მეოთხე ქალაქია, სადაც „ლუკა პოლარე“ წარმოდგენილი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები