რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ბათუმის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებლის სახლის სახურავზე მოქალაქე საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების მიზნით ავიდა, სადაც მამაკაცის ცხედარი ნახა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 60 წლამდე მამაკაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მასზე ძებნაც იყო გამოცხადებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.

წყარო: ინფო რუსთავი

მსგავსი თემები