LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება – ველოდებით როდის გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო ნებართვას ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით: ადვოკატი

58
მიხეილ სააკაშვილი

საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხვალ ვერ დაესწრება.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას მას შემდეგ დააყენებენ, როდესაც  ამერიკელი ექსპერტების დასკვნა გამოქვეყნდება.

“ველოდებით როდის გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო ნებართვას ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს ალბათ 1 კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც მივმართავთ სასამართლოს სასჯელის გადავადებაზე გამომდინარე იქიდან, როგორი იქნება ექსპერტიზის დასკვნა” – აცხადებს ხაჭაპურიძე.

მისი თქმით, თუ დაწერენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, უფლებადამცველები მიმართავენ სასამართლოს.

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, დაავადებები ემატება და ემატება“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

პოპულალურები