LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ წაქეზებულ კრიმინალებთან: დიმიტრი საძაგლიშვილი

113
დიტო საძაგლიშვილი

„გლდანის ციხეში გადაყვანა ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ წაქეზებულ კრიმინალებთან, ეს არის სახელმწიფოსგან უარი სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე“,- ამის შესახებ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აკეთებს.

მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას, რადგან არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია.

იუსტიციის მინისტრი: მკურნალობა შურისძიებაა?… თუ ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, სააკაშვილი საავადმყოფოში იზოლირებული იქნება

„ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება. მანამდე მოვისმინეთ ასევე იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას. მიუხედავად ამისა, თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არც ერთ კერძო კლინიკაში, არამედ მოხდება მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას.

უბრალოდ, მათ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში მის გადაყვანას, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც ფიზიკურად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g