LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შეშფოთება და ვითარების სათანადოდ მოგვარება ევროკავშირისთვის ამოსავალი წერტილია: კარლ ჰარცელი

66
კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მათი შეშფოთება და ამ ვითარების მოგვარების საჭიროება ევროკავშრისთვის ამოსავალი წერტილია.

ჰარცელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მხარს უჭერენ როგორც სახალხო დამცველის მიერ მანდატის გამოყენებას მიხეილ სააკაშვილის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც:

“კვლავ დავუბრუნდები იმას, რაც ევროკავშირისთვის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია – ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება და ამ ვითარების სათანადოდ მოგვარების საჭიროება, რაც უნდა გაკეთდეს ობიექტური, ჯანსაღი სამედიცინო რჩევის საფუძველზე.

შეგახსენებთ რაც ვთქვი წარსულში პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო კონსილიუმის შესახებ, რომელიც სარგებლობდა ორივე მხარის ნდობით. ამას ძალიან ვუჭერდი მხარს, რადგან განვიხილავდი მას, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ერთი და იმავე შეფასების გარშემო ყველას გასაერთიანებლად, რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებისთვის ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების მისაღებად.

გარდა ამისა, კვლავ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მიერ მისი მანდატის განხორციელებას კონსტიტუციის შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. რაც შეეხება სხვა მოშიმშილეებსა და ელენე ხოშტარიას, ეს არის ის საკითხი, რომელსაც ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს. პირადი თვალსაზრისით, ვიმედოვნებ, რომ ის ჯანმრთელად იქნება და მასთან დაკავშირებით ვითარება არ გამწვავდება.” – თქვა ჰარცელმა.