LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის სასამართლო მისი მონაწილეობით შეიძლება გადაიქცეს „ქართული ოცნების“ სასამართლოდ: დავით ბაქრაძე

199
c9f5d380d90db8c45ce14a68606c176b

საქმე იმაშია, რომ სააკაშვილის საჯაროდ გამოჩენის ეშინიათ. ის პოლიტიკური ლიდერია ასეულობით ათასი ადამიანისთვის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას. ის პოლიტიკური ლიდერია იმ ხალხის, ვინც ქუჩაში გადის და მისი სიცოცხლის დაცვას მოითხოვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი ვერ იქნება.

„როდესაც ადამიანის დასაცავად ამდენი დღის განმავლობაში ასეთი პერმანენტული აქციები გრძელდება, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ის არის განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი პირი ამ ქვეყანაში. ამის გამო, ეშინიათ, რომ სააკაშვილის სასამართლო მისი მონაწილეობით შეიძლება გადაიქცეს „ქართული ოცნების“ სასამართლოდ.

არ მგონია, ვინმე სერიოზულად განიხილავდეს იმ სცენარს, რომ ეტაპირების დროს ვიღაც თავს დაესხმება, როგორც ბაში-აჩუკი დაეცა სტამბოლში გასაგზავნი ქალიშვილების თავზე და საქართველოში დატოვა. დღეს, 2021 წელს, იმ საქართველოში, სადაც ვცხოვრობთ, სუს-ით, პოლიციით და ამ ინსტიტუციებით, ვინმე რეალურად განიხილავს ამას? – უბრალოდ მისი გამოჩენის ეშინიათ და ამიტომ ხდება ეს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები