„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, პოლიციელებმა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, დაკავებამდე მასთან „სელფები“ გადაიღეს. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, თუ როგორი ჩამოშლილია სისტემა.
„საუბარს მოჰყვა, ვინმე უხეშად ხომ არ ექცეოდა დაკავების დროს – მან თქვა, რომ ყველა ძალიან კარგად ექცეოდა, ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, იმიტომ რომ არაფერი უხეშობა არ გამოუვლენიათ. მან თქვა, რომ ყველა, ვინც კი შევიდა მასთან ასაყვანად, ყველამ გადაიღო სელფი სათითაოდ, პოლიციელებმა. ეს მიუთითებს როგორი ჩამოშლილია სისტემა,“ – თქვა ეკა ხერხეულიძემ.
