LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა, უმძიმეს მდგომარეობაშია და ნიკა მელია თანამდებობებს ინაწილებს – ლევან ხაბეიშვილი

302
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2023-01-24T223242.066

 „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა ნიკა მელიას ბრიფინგს, რომელზედაც მელიამ აღნიშნა, რომ „არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება“.

ნიკა მელია – ჩემი გამარჯვების შემდეგ პარტიის გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე

ხაბეიშვილის თქმით, ელოდებოდა, რომ ნიკა მელია ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისაუბრებდა.

„ჩვენს შორის განსხვავება სწორედ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს შორის არის. პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს.

ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილზე. ეს არის ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა. გულწრფელად გეუბნებით, როცა გავიგე, ნიკა მელია ცხრა საათზე ბრიფინგს ატარებდა, ვიფიქრე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იტყოდა რამეს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა უნდა გავაკეთოთ და ამასობაში, შემოგვთავაზა რაღაც გაურკვეველი თანამდებობების გადანაწილება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ეპიდემიოლოგიური სამსახური საქმის კურსშია და გავარკვევთ, როგორ დაინფიცირდა“ – როგორია კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g