საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულმა ტელევიზიამ კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად საქართველო მოიყვანა.

ბერძენი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოში მოვლენების განვითარებას კი არ დაელოდნენ, არამედ ზომები მანამდე მიიღეს.

„ისინი არ დალოდებიან მოვლენების განვითარებას, ყველა საჭირო აკრძალვა შემოიღეს მანამდე, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდებოდა. მათ საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექიმები ჰყავთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს წარმატებული უწოდა” – აცხადებენ ბერძენი ჟურნალისტები

ინფორმაციას ΣΚΑΪ ΤV ავრცელებს.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05