სოციალურ ქსელში 7 წლის ბავშვის სულისშემძვრელი წერილი ვრცელდება. მეორეკლასელი ბიჭი თოვლის ბაბუას დედის გამოჯანმრთელებას სთხოვს.
“თოვლის პაპავ! მე ის პატარა გიორგი კოჭლამაზაშვილი ვარ, რომელსაც დედა ძალიან ცუდად მყავს და მინდა ეს სურვილი შემისრულო, საჩუქარი არ მინდა, მხოლოდ იმას გთხოვ დედა გამომიჯანმრთელე და ყოველ დილით მის ლამაზ თვალებს ვუყურო. არც გაბედი და არ დაუშვა, რომ ჩემს ლამაზ დედას რამე დაუშავდეს. მე იგი ძლაიან, ძალიან მიყვარს. ამ წერილს 7 წლის გიორგი გიწერს და სკოლაში სურვილების ხესთან დაგელოდები,-“წერს ბიჭუნა.
როგორც ნინო გოგოლაშვილი, სოციალურ ქსელში გიორგის ოჯახის შესახებ წერს, ოჯახს სოციალური დახმარება ახლახანს მოუხსნეს, ამავე დროს გიორგის დედა უმძიმეს სენს ებრძვის- სოფო ბლიაძეს ლეიკემია აქვს.
https://www.facebook.com/ninogogolashviling/posts/2609820315803303