LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საჩუქარმა არ უნდა ჩაანაცვლოს ჩვენი მოსვლის სიხარული სახლში“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1960
ნინო-ამონაშვილი-ფსიქოლოგი

რატომ არის მნიშვნელოვანი დაფიქრება, როცა ბავშვს საჩუქრებს უკეთებთ – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ამონაშვილის აკადემიის დამფუძნებელმა ნინო ამონაშვილმა ისაუბრა.

„დაუტოვეთ ბავშვს საოცნებო სივრცე, წინასწარ ნუ აავსებთ საჩუქრებით. მშობლები ცდილობენ მატერიალური ფორმებით აუსრულონ შვილს ყველაფერი, თუმცა არ ფიქრობენ მის განვითარებაზე, მისთვის თვისებების ჩამოყალიბებაზე. მაგალითად, წავიყვანეთ ბავშვი პარიზში, დასასვენებლად წაყვანა არ ნიშნავს, რომ სამი ფოტო გადავიღოთ და ფეისბუკზე ავტვირთოთ. დასვენების დროს უნდა მივცეთ ბავშვს ღირებული ინფორმაცია, რომელიც მას ასწავლის, განუვითარებს კარგ ჩვევებს, ჩამოაყალიბებს მას კარგ პიროვნებად.

ხშირად ამბობენ მშობლები, რომ ბავშვს ყველაფერს უკეთებენ. და რას ნიშნავს ყველაფრის კეთება? ბავშვს ყველაზე ძალიან სჭირდება ჩვენი სიყვარული, სწორედ ესაა მისთვის ყველაფერი.

ვფიქრობ, უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ საჩუქრებთან. მე იმას არ ვამბობ, რომ ბავშვს არ უნდა აჩუქოთ საჩუქრები, მაგრამ საჩუქარმა არ უნდა ჩაანაცვლოს ჩვენი მისვლის სიხარული სახლში. დავფიქრდეთ, რას ვანვითარებთ ბავშვში საჩუქრებით. ხშირად საჩუქრების არასწორი ფორმით ჩუქებით ბავშვებს ვასწავლით მატერიალურის მიმართ სიყვარულსა და მოქრთამვას.

მერე ხდება ისე, რომ ბავშვი იზრდება და მშობლისგან უნდა მარტო ტელეფონი, კომპიუტერი, ჩანთა და მეტი არაფერი. სიყვარული მატერიალური არ არის, ამის უამრავი მაგალითია, როცა მშობლებს არ აქვთ ბევრი ფული და კარგი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ გიჟდებიან ბავშვები მშობლებზე და არა მათ მიერ გაკეთებულ საჩუქრებზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები