საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა: „სჯობს, ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?!“, ევროპარლამენტარი ვილა ფონ კრამონი Twitter-ზე ეხმიანება.
ვიოლა ფონ კრამონს აინტერესებს, სად ნახა ირაკლი ღარიბაშვილმა რიცხვი 100. ევროპარლამენტარი ითხოვს წყარო ანახონ.
„საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფიდან არის, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიაა. მაგრამ სად ნახა ირაკლი ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყაროს ნახვა, გთხოვთ“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.
Yes, interesting enough most of the MEPs are from the @TheProgressives (Socialists)@GeorgianDream41 |s sister party.
But where has @GharibashviliGe found the number (100)? This is new to me. He knows more than we ?. Would be curious to see the source, please.
— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) March 12, 2023