LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი კოვიდშეზღუდვებს ამსუბუქებს: მალე კლუბებიც გაიხსნება

96
-122528171-mediaitem122528170

საფრანგეთი კოვიდ-რეგულაციებს ამსუბუქებს. „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან, 2 თებერვლიდან ასევე მოიხსნა აუდიტორიის დასწრების შეზღუდვები საკონცერტო დარბაზების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა ღონისძიებებისთვის. საფრანგეთში 16 თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი ღამის კლუბებს შეეხება, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაიხურა.

ცნობისთვის, საფრანგეთში გასული 7 დღის განმავლობაში, დაინფიცირების საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა 322 256 შეადგინა. ქვეყანაში მოსახლეობის 76 პროცენტი სრულად არის აცრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები