გამოცემა AFP-ს ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მზაობა გამოთქვა.
უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, 12 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, მეზობლის წინააღმდეგ ახალი შეცდომა არ დაუშვას.
თავად უკრაინის თავდაცვის სამინისტროში გასულ კვირას თქვეს, რომ ქვეყნის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. გაურკვეველი იყო, რამდენი მათგანი იყო ადგილზე ახლად განლაგებული.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან ომისთვის“ - პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებთან კვლავ კრიზისია
გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების უფროსი გენერალის, ნიკ კარტერის თქმით, რუსეთის სტრატეგიაა ჰიბრიდული დაპირისპირება, მუდმივი საფრთხის გამოწვევითა და დესტაბილიზაციით, სხვადასხვა ტიპის თავდასხმებითა და მიგრანტთა კრიზისის შექმნით.
მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 80 000-მდე რუსი ჯარისკაცი დარჩა რეგიონში მას შემდეგაც, რაც მოსკოვმა ნაწილობრივ უკან დახევის შესახებ გამოაცხადა.
#BREAKING Macron tells Putin France is ready to defend Ukraine’s ‘territorial integrity’ pic.twitter.com/3AsJGcuUNx
— AFP News Agency (@AFP) November 15, 2021