LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთმა განსაკუთრებულად გამხდარი მოდელები აკრძალა

451

საფრანგეთმა განსაკუთრებულად გამხდარი მოდელები აკრძალა. „ბიბისი ნიუსის” ინფორმაციით, ქვეყანაში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც დამსაქმებლებს ზედმეტად გამხდარი ადამიანების სამსახურში აყვანას უკრძალავს. ამიერიდან, გოგონებს სამსახურში მისვლისას სამედიცინო ცნობის წარდგენაც მოუწევთ, სადაც დადასტურებული იქნება, რომ მათი სხეულის მასა ნორმის ფარგლებშია და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი დამსაქმებელს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის – 75 ათასი ევროს გადახდა ან 6 თვიანი პატიმრობა დაემუქრება.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრიდან მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, მოდელების ფოტოები, რომლებიც ფოტოშოპშია დამუშავებული, შესაბამისი წარწერა უნდა ქონდეს, რათა ახალგაზრდა თაობაში დაბალი თვითშეფასება არ გამოიწვიოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები