LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საგანგაშო სიგნალია“, „ოცნება“ ევრორეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს – როგორ აფასებს ოპოზიცია მურუსიძე-გვირიტიშვილის არჩევას

53
Untitled design (52)

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი – ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

ნიკა სიმონიშვილი: მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა

ფასადური არჩევნები და ევროპული კრიტერიუმების სრული უგულებელყოფა – ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად.

„ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვისაც ცოტავდება იმ ადამიანების წრე, ვისაც შეუძლია, რომ სასამართლო სისტემაში ენდობოდნენ.

„დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებად არჩევის გადაწყვეტილება ცალსახად ადასტურებს იმასაც, რასაც წლებია ვამბობთ.

მურუსიძემ და ჩინჩალაძემ თავისივე ხელით დაუსვეს ბეჭედი იმის აღიარებას, რომ სასამართლოს მართავს კლანი. ანუ, ერთი მუჭა ადამიანები, რომლებიც მუდმივად სასამართლოს მართვის ძალაუფლებას ინაწილებენ.

ახლა უკვე მეორე წრეზე წავიდნენ, კარუსელივით ტრიალებენ. სასამართლო სისტემაში 200-ზე მეტი მოსამართლეა და მუდმივად მურუსიძის, გვრიტიშვილისა და ერთი მუჭა ადამიანების ხელშია სასამართლოში თანამდებობები. ეს სწორედ იმას ადასტურებს, რომ სისტემა იმართება პატარა გუნდის, კლანის მიერ.

დასტურდება ისიც, რომ ხელისუფლებისთვისაც ცოტავდება იმ ადამიანების წრე, ვისაც შეუძლია, აბსოლუტურად მიენდონ და ეს არის კარგი, რადგან იმ პირობებშიც კი, როცა ხელისუფლება დაკავებული იყო სასამართლო კორპუსის მოთვინიერებით ათწლეულების მანძილზე, ამ პირობებშიც კი, ამ სასამართლოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც უსიტყვოდ შეასრულებს ყველა ჭუჭყიან დავალებას.

სწორედ ამიტომ უწევთ, რომ ერთი და იმავე კადრები ატრიალონ წრეზე. მალე, ეს რაოდენობაც შემცირდება, რადგან ყველა ხვდება, რომ ეს უკვე არ არის მხოლოდ არაეთიკური მოქმედება, არამედ დანაშაულებრივ მართვაში არიან ჩართული და მათი პასუხისმგებლობის საკითხი ადრე თუ გვიან დადგება“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა “პირველ არხთან”.

მანჯგალაძე: იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი „კლანის” მეთაურების – მურუსიძის და გვრიტიშვილის თამადობით, რაც ევროპული რეკომენდაციის დარღვევაა

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ხელისუფლების მორიგი პროვოკაციაა, რათა ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეფერხდეს.

„ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით პროვოკაცია, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანას ყოველდღიურად უწყობს, იმიტომ, რომ მათ უბრალოდ ევროკავშირის ეშინიათ. ეშინიათ იმ შესაძლებლობის, რომელიც დღეს ქვეყანას სრულიად დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუჩნდა, იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო იმ ტიპის მმართველობის შეუძლებლობას ნიშნავს, როგორიც მათ დღეს საქართველოში დაამყარეს,“ – აღნიშნა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

„მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებლის ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა „საგანგაშო სიგნალია“ და ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ევრორეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.

„ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ იყო ღია დემონსტრირება, რომ გავლენიანი ჯგუფი, რომელიც მართავს დღეს სასამართლოს ხელისუფლებას, არ თმობს თავის პოზიციებს და საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს. მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი დღის წესრიგის შესრულებას არ აპირებს, რადგან მართლმსაჯულების რეფორმა არის მთავარი საკითხი. ეს საგანგაშო სიგნალია.

„ხელისუფლება დასავლეთს ღია ბრძოლას უცხადებს.. სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია“ - ნიკა მელია მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევაზე

რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება, - განაცხადა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.

იუსტიციის საბჭოში დღეს 15 წევრის ნაცვლად 10 წევრია. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. 15-ვე წევრი უნდა იყოს არჩეული და საბჭო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს 15 წევრის ფარგლებში.

მესამე წელია, რომ 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტმა გადადო. ეს იმას ნიშნავს, რომ 10 გარანტირებულ ხმას, რომელიც იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება, ე.წ. კლანი განიხილავს როგორც საფრთხეს, რათა ამ 10 ხმას არავინ გამოაკლდეს.

აბსოლუტური გარანტია სჭირდებათ, რომ ათივე ხმა იქნება გარანტირებულად, წინასწარ შეთანხმებული. მურუსიძე-გვრიტიშვილის ღიად შეყვანა ასევე იყო გზავნილი, რომ ყველა უნდა გაკონტროლდეს, ამ ჯგუფის წევრებთაგან ყველა უნდა იყოს ერთგული, რათა მათ ხმას საფრთხე არ დაემუქროს, წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ეს სამი გზავნილი ამოვიკითხე. სამივე არის ნეგატიური, სახიფათო ქვეყნის იმიჯისთვის და ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულების შესრულების პროცესში არის უკუსვლის მანიშნებელი.“ – აღნიშნავს ეკა ბესელია ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას „პალიტრანიუსის“ ეთერში გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი. მისი სიტყვებით, “სასამართლო აუცილებლად იქნება ერთ-ერთი პირველი, რის გამოც ჩვენ ვერ შევასრულებთ რეკომენდაციებს და ჩვენ, ქვეყანას, დეკემბერში გვექნება მარცხი, რაც პირველ რიგში იქნება ივანიშვილის და „ოცნების“ პასუხისმგებლობა”

„ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნებამ“ საკუთარი მმართველობის 10 წლის თავზე სასამართლოს სისტემა მთლიანად გადააბარა იმ ადამიანებს და ადამიანს, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედია გირგვლიანის ტრაგედიის, რაც ძალიან მძიმე ფაქტია.

როგორც ჩანს, ეს არის „ქართული ოცნების“ ის დანაპირები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მან საქართველოს მოსახლეობას „აუსრულა“. ეს საბჭო გახლავთ ინსტრუმენტი გავლენის ჯგუფის ხელში, რომ მართოს სასამართლოს მთლიანი სისტემა“ – აცხადებს ნათია ნაცვლიშვილი,

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

magti 5g