LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ – ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად“ – ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში არსებულ მდგომარეობაზე

485
ავთანდილ თალაკვაძე

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, გურიაში, ამავე მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები და ჩამოშლილია მიწის მასა.

აღნიშნულის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები.

გურიაში, სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

შსს-ის ცნობით, ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, დაკარგული 2 პირის მიმართ საძიებო სამუშაოები გრძელდება.

„ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები და ჩამოშლილია მიწის მასები.

ამ წუთებში მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად.

ლანჩხუთის მერი: ლანჩხუთში ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო, სახლი კი სტიქიის შემდეგ მიწაში დაიმარხა, ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფი და ტალახია

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები“. –წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეტაპზე სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ დგას.

ვიდეო: მაშველებმა დამეწყრილი ადგილიდან ქალი ამოიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები