LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკარანტინო ზონები მზადაა როგორც სვანეთში, ისე სხვა რეგიონებში – მარიამ ქვრივიშვილი

117
mestia-1

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი 500-ზე მეტი დამსვენებელი საკარანტინო ზონებში გადაიყვანა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს, როგორც სვანეთში ასევე სხვა რეგიონებში.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უზრუნველყო მესტიის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდებარე განთავსების 20 ობიექტში საკარანტინე სივრცეების ამოქმედება. მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში შეძლებენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მათ, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ. ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1054-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279.