LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: ჩემთვის ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება მიუღებელია

181
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

„ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და აღნიშნულით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თსუში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.

„ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანი ასევე გამოეხმაურა ჭიათურის მაღაროელების პროტესტს და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მედიაცია მოახდინოს.

უკვე მე-4 დღეა ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები გაფიცულები არიან

გაფიცულები ჭიათურის ცენტრში, ქალაქის მერიასთან არიან შეკრებილები. მათ სულ 25 მოთხოვნა აქვთ. 

„ყოველთვის მზად ვართ, მედიატორის როლი შევასრულოთ ასეთ პროცესში, მაგრამ აქ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრობლემა არის კერძო სუბიექტებს შორის და ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ ამ თვალსაზრისით მაქსიმალური გააკეთოს.

მოახდინოს მედიაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, რომ მათი პირობები გაუმჯობესდეს და შეთანხმება მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენი მანდატის ფარგლებში, თუ საჭირო იქნება, მონაწილეობას მივიღებთ“. – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა.

კობახიძის თქმით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან დაკავშირებული  და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g