აქონდროპლაზიის სინდრომის ეფექტიანი მართვისთვის, სახალხო დამცველის აპარატის შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, აქონდოპლაზიის სინდრომის ეფექტიანი მართვისა და მკურნალობის ეროვნული სახელმძღვანელო წესების, პროტოკოლების და რეკომენდაციის შემუშავების პროცესში დარგის ექსპერტებთან ერთად ამ დაავადების მქონე ბავშვთა მშობლების წარმომადგენელიც იქნება ჩართული:
„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საკითხის განხილვაში მშობლების ჩართვის შესახებ წინადადება 2023 წლის 29 მარტს, იშვიათი დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წამოაყენა.
სახალხო დამცველს აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლები დაუკავშირდნენ და მათი შვილების მკურნალობის უზრუნველყოფაში დახმარება სთხოვეს.
სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღეებიდან, აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და გააგრძელებს მუშაობას ბავშვების ჯანდაცვის უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მედიაციას ზემოაღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
? საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც…
Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on ხუთშაბათი, 30 მარტი, 2023