LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ

68
1572629795-1552511300-1543527003-სახელმწი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდ უნდობლობაზე მიუთითა. ამის მიზეზად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ გაჩენილი კითხვები დაასახელა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობების მიმართ.

„საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა. თუმცა იქ არის მზარდი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნეს დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. სხვა კომპანიები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის არაეფექტურობაზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ნაკლოვანებებზე, ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის არარსებობაზე, პოლიტიკურ ჩარევაზე ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შორის სავაჭრო კანონების შერჩევით აღსრულებაზე და საკუთრების უფლებების საკითხებზე დავების გადაჭრის სირთულეებზე. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ პრობლემების მოგვარებაზე მოშაობას და მიუხედავად ამ არსებული გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში წამყვან პოზიციაზე, როგორც კარგი ადგილი ბიზნესის საკეთებლად.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მთლიანობასთან და ხარისხიანი შედეგების უზრუნველსაყოფად სასამართლოთა შესაძლებლობებთან დაკავშირებული წუხილები კვლავ აისახება ინვესტორთა ნდობაზე სასამართლო სისტემის მიმართ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g