LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს რეფორმის ყოველგვარი ტალღა ბლეფია: გიორგი კანდელაკი

48
გიორგი კანდელაკი

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება. მისი თქმით, ამ ანგარიშში ნათლად წერია, რომ სასამართლო რეფორმის ყოველი ტალღა რეალურად აბსურდია და ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს კლანის მეშვეობით აკონტროლებს.

კანდელაკის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი ფაქტი იმისა, თუ რატომაა საჭირო ვადამდელი არჩევნები და ქვეყნის მმართველობის მთლიანად გადატვირთვა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ანგარიშში, პირდაპირ წერია, რომ ყოველგვარი მე-3, მე-4, მე-7 თუ 23-ე ტალღა  ვითომ სასამართლოს რეფორმისა, არის ბლეფი. სამწუხაროდ, სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ივანიშვილის ჯიბეშია და ამ კონტროლს ის კლანის საშუალებით ახორციელებს. კიდევ ერთხელ, ეს კონკრეტული ეპიზოდი, კარგად დოკუმენტირებული და აღწერილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშისა, გვახსენებს თუ რატომაა აუცილებელი ვადამდელი არჩევნები და მთლიანად ამ ქვეყნის მმართველობის გადატვირთვა“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პოპულარულები