LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახიფათო პრეზიდენტი“, რომელიც ქვეყანას ზიანს აყენებს“ – რა გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის ერთ წელიწადში

455
SALO

ბიძინა ივანიშვილი ბილბორდებზე, ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერებში, ბიძინა ივანიშვილი ხალხთან – მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველი ტური წააგო და აღმოჩნდა, რომ გოგა ხაინდრავამ მისთვის ყვავილების თაიგული სულ ტყუილად შეუკვეთა, ივანიშვილი იძულებული გახდა, პროცესში აქტიურად ჩართულიყო. ყავვილებს რაც შეეხება, ხაინდრავამ, კიდევ ერთი თაიგული მეორე ტურისთვისაც დაამზადებინა.

ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მალევე ვიდეომიმართვა გაავრცელა და საჯაროდ დადო პირობა, რომ ერთ წელიწადში „ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა“.

სხვათა შორის, საარჩევნო ბანერებზე მხოლოდ ივანიშვილი კი არა, მამუკა ბახტაძე და ირაკლი კობახიძეც დაბეჭდეს. ამას სოციალურ ქსელში თავის დროზე ხუმრობებიც მოჰყვა, რომ უკვე გაუგებარი იყო, პრეზიდენტობაზე კენჭს ვინ იყრიდა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მეორე ტურის წინ გამოვიდა და აღიარა, რომ ქვეყანაში პრობლემებია. ის ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში, ხალხს დაჰპირდა, რომ ყველაფერს ერთ წელიწადში გამოასწორებდა.  

რა გამოასწორა ერთ წელიწადში ივანიშვილმა, ამის ანალიზი თქვენთვის მოგვინდვია, ჩვენ ისევ სალომე ზურაბიშვილსა და მისი პრეზიდენტობის ერთ წელს მივუბრუნდეთ.

ფაქტია, ივანიშვილის დაპირებებმა და „თხოვნამ“, რომ კიდევ ერთი შანსი მიეცა ხალხს „ქართული ოცნებისთვის“, გაჭრა და ზურაბიშვილმა მეორე ტურში გაიმარჯვა.

რა მივიღეთ მისი პრეზიდენტობის ერთი წლისთავზე – აღმოჩნდა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა არათუ სასიკეთო ვერაფერი გააკეთა, არამედ კონსტიტუციით შეზღუდული უფლებამოსილების პირობებშიც კი მოახერხა და ქვეყანას ზიანი მიაყენა.

საუბარია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და სადავო საზღვარზე. ეს არის საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია გადაუწყვეტელია. წინა მთავრობები ცდილობდნენ, დავით გარეჯის თემა „დაეკონსერვებინათ“. ზურაბიშვილმა კი, შეიძლება ითქვას, სახიფათო პროვოკაცია მოაწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება დავით გარეჯის საკითხზე

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენ კომისიას აუცილებლად უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება

პრეზიდენტის ყოველდღიურ რიტორიკასა და „ვორდინგზე“ რომ არაფერი ვთქვათ, გვერდს ვერ ავუვლით ზურაბიშვილის „სკანდალურ შეწყალებებს“.

შეწყალებული 34 პატიმრიდან, ზოგი ძებნილი იყო, ზოგი მკვლელობაში მსჯვარდებული, ზოგი ნარკოტიკების რეალიზატორი. ეს იყო საკითხი, რაც „ქართულმა ოცნებამაც“ კი ვერ „გააპრავა“ და ზურაბიშვილი მკაცრად გააკრიტიკა.

რადიო „ფორტუნა“ სალომე ზურაბიშვილის ერთწლიანი პრეზიდენტობის შესაფასებლად პოლიტიკოსებს და ექსპერტებს დაუკავშირდა.

გია ხუხაშვილმა გვითხრა, რომ ის სალომე ზურაბიშვილისგან სასიკეთოს არც არაფერს ელოდა.

„ჩემთვის თავიდანვე გასაგები იყო, რომ ის ქვეყნისთვის სასიკეთოს ვერაფერს გააკეთებდა. თუმცა იმის იმედი მქონდა, რომ ვერც ვერაფერს გააფუჭებდა, რადგან კონსტიტუცია ამის საშუალებას არ ექნებოდა,

ამ ქალბატონს კი აღმოაჩნდა უნარი, რომ ასეთ დროსაც კი, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს ქვეყანას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან დააშავა, გახლდათ, სახიფათო პროვოკაცია აზერბაიჯანთან ურთიერთობაში.

დავით გარეჯის პრობლემა ძალიან სენსიტიური იყო ყოველთვის ორ მეგობარ ქვეყანას შორის. ემოციები ჩამცხრალი იყო და საკითხი –  ასე ვთქვათ, კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანილი. სალომე ზურაბიშვილმა კი ააფეთქა და „პანდორას ყუთი“ გახსნა, დღესაც ვიმკით ამის შედეგებს“, – აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი ყველა საკითხში არაკომპეტენტურობას და ამპარტავნებას ავლენს.

„შეწყალების სკანდალი გავიხსენოთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ზურაბიშვილი დაინტერესებული პირი იყო ამ პროცესში, მაგრამ ის

იმდენად არაკომპეტენტური და ამპარტავანია, ცარიელი ფურცელიც რომ შეუცურო, ხელს მოაწერს. ჰგონია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ზოგადად, ეს ორი რამ,

არაკომპეტენტურობა და ამპარტავნება სახელმწიფოებრივად სახიფათო ნაზავია.

აღარაფერს ვამბობ, როგორ იქცევა, რა რიტორიკა აქვს, ეს ქრონიკული პრობლემაა. დეტალებში არ შევალ, მე მხოლოდ ორი მთავარი სისტემური ზიანი გამოვყავი, რაც მან ქვეყანას მიაყენა.

ის ხვდებოდა, რომ შიდა საკითხებში არ უნდა ჩარეულიყო, მას მოუზომეს თავისი ბოსტანი და გადაწყვიტა, რომ საგარეო გარღვევა გაეკეთებინა და ეს ნამდვილად მოახერხა, ოღონდ ნეგატიური კუთხით“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

 

პრეზიდენტის ერთი წელიწადი ფოტოებში

 

 

 

რადიო „ფორტუნამ“ „ქართული ოცნების“ წევრებთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა მათ კომენტარისთვის ვერ მოიცალეს. სავარაუდოდ, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთი წლის შეფასებისგან თავი შეიკავეს.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობამ კი არა, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია.

„ამ ერთი წლის განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი დადებითი ფაქტი, რაც ზურაბიშვილის პრეზიდენტობას უკავშირდება. ყოველი მისი გამოსვლა, განცხადება ახალი საშინაო თუ საგარეო სკანდალის მიზეზი ხდება.

აზერბაიჯანთან ჩვენი გართულებული ურთიერთობებით მინდა დავიწყო. ეს პრობლემა ყოველთვის იდგა, მაგრამ ყოველთვის გამოინახებოდა ხოლმე საერთო ენა. ეს არ გადადიოდა ასეთ მწვავე ფორმაში. დღეს ვართ ისეთ მდგომარეობაში, პრემიერიც კი ჩავიდა აზერბაიჯანში ვითომ ვითარების განსამუხტად, მაგერამ არაფერი შეცვლილა.

"ძმურად გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობს" - მოაგვარებს თუ არა აზერბაიჯანში გახარია სადავო საკითხს

ილია მეორე გახარიას დავით გარეჯის პრობლემის სასწრაფო წესით მოგვარებას სთხოვს - პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი მეზობელთან.

ყველაზე ბოლო, რაც მახსენდება, შეწყალების სკანდალი იყო. სიაში ამდენი ძალიან მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანი მოხვდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიღაცამ დაუდო და ხელი მოაწერა. თუ ასეა, უკვე პრობლემაა. თუ მან ჩაიკითხა და მუხლებს გადახედა, ვინ რაზე იყო გასამართლებული და მაინც შეიწყალა, ეს მეორე უბედურებაა.

ახლა კიდევ აღმოჩნდა, რომ საკუთარი ფუფუნებისთვის, ანტიკვარული ავეჯი რომ ედგას, ხალხის ფულს ხარჯავს.

ჩემთვის გაუგებარია, ადამიანი, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა წლები, ასეთ გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამდეს.

მე უფრო ვუკავშირებ თამაშს, რომ ეს არის ორკესტირებული და შეთანხმებული არაფორმალურ მმართველთან.

ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმა ადამიანისგან, ვინც წლები გაატარა დიპლომატიურ სამსახურში, ანა-ბანა მაინც უნდა ესმოდეს“, – აცხადებს უდუმაშვილი.

შარშან, საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი არჩევის წესით პირველად ავირჩიეთ. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, საკონსტიტუციო ცვლილელებით, ქვეყნის პირველ პირს პარლამენტი აირჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g