ინგლისელი მწერალი შოტლანდიის ულამაზეს კუნძულზე მხოლოდ იმიტომ გადასახლდა, რომ წერისთვის საუკეთესო გარემო ჰქონოდა. ამ სახლში მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა.
ძალიან თეთრი სახლი შოტლანდიის კუნძულ იურაზე ზუსტად ის აღმოჩნდა, რასაც ჯორჯ ორუელი ეძებდა. ის სახლს შემდეგნაირად აღწერს: „ სახლი ექსტრემალურად მიუღწეველ ადგილას იყო“.
„კუნძულამდე მხოლოდ ერთი გზა მიდის. ძალიან მზიან დღეებშიც კი, აქ რაღაცნაირი ჩაფიქრებული და მელანქოლიური ჰაერია“, – წერს „გარდიანის“ ჟურნალისტი, რომელიც აგილზე ჩავიდა.
სახლი თეთრი აგურისაა, 4 საძინებელია. ელექტროენერგია გენერატორის მეშვეობით მიეწოდება, მაცივარი კი გაზზე მუშაობს.
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კუნძულის ისაა, რომ აქედან მთელი არემარე 360 გრადუსით ჩანს.
დღეს აქ ტურისტებისთვის სასტუმროებია გახსნილი.