LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს ხვდება

69
პრეზიდენტი

ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

გიტანას ნაუსედას დახვედრის ოფიციალური ცერემონია, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატშიც გამართავენ. ამის შემდეგ კი, პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

გიტანას ნაუსედა დღესვე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორეს.

ასევე, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შეამკობს.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გუშინ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები