LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა მესტიის საგანძურის მცველები, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ღირსების მედლებით დააჯილდოვა

97
salome zurabiSvili

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის მესტიის საგანძურის მცველები და სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო თეატრის ეზოში გაიმართა. სვანური ხალხური სიმღერის ანსამბლმა „რიჰომ“ სვანური ხალხური სიმღერები შეასრულა.

უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ ისაუბრა ანსამბლის ხელმძღვანელმა ვახტანგ ფილფანმა.

პრეზიდენტმა დააჯილდოვა რუსუდან ჯაფარიძე – სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ხელნაწერთა ფონდის კურატორი,

ასევე ლილე (ლევან) გუგუსიანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად;

ზაურ გულბანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად;

ბაგრატ ნანსყანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად (გარდაცვალების შემდეგ);

მირონ ფირცხელანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად;

ომარ ქალდანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად;

იაროსლავ ჩხეტიანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად;

ნანული ჭელიძე – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად;

ტოტა ჭეხანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად და

რევაზ ხოჯელანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g