LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა რეზოლუციაში ჩაიწერა

223
BeFunky-collage (49)

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა სანქციების შესწორებას კენჭი უყარეს, სადაც საუბარია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხიც.

სამადაშვილის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა სანქციების შესწორებას კენჭი უყარეს, სადაც საუბარია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხიც „სანქციების შესწორებაც გავიდა. ევროპარლამენტი ითხოვს სანქციებს ივანიშვილისთვის.“– წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულის შესახებ წერს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკიც:

„ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია რომელიშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასაც უჭერს მხარს და ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებასა.“– წერს „ფეისბუკზე“ გიორგი კანდელაკი.

ცნობისთვის, დღეს 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყრა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR), წინადადებები, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებასაც მოიცავს. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.

კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებმა დღეს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე გააკეთეს – რა მოვისმინეთ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენზე

magti 5g