LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ კობახიძეს და ღარიბაშვილს“ – ლევან ხაბეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

178
Untitled design

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია და სამაჯური და ალიკაპი კობახიძეს და ღარიბაშვილს უნდა გაუკეთონ“.

ზურაბიშვილი სააკაშვილზე – ვფიქრობ, მას კარგად უნდა მოუარონ, ისე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს

ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნისთვის ბევრი აქვს გაკეთებული და მას სამაჯური არ უნდა დაუმაგრდეს.

„საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს და ა.შ. სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი – ეს არის ჩემი დამოკიდებულება. არ ვეთანხმები იმას, რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს და ა.შ. პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს. უპირობო თავისუფლება მიეცეს პრეზიდენტ სააკაშვილს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მას შეუძლია იყოს მთავარი ლობისტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები კლინიკა „ვივამედთან“ აქციას მართავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მოთხოვნით აქცია სამომავლოდაც გაგრძელდება, რადგანაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტულია.

„რამდენიმე თვეა, პრეზიდენტ სააკაშვილთან პარლამენტის წევრებს არ გვიშვებენ და კანონით მონიჭებულ ჩვენ უფლებას არღვევენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება აღუდგეთ პარლამენტის წევრებს და უფლება მოგვეცეს შესაძლებლობა ვნახოთ პრეზიდენტი სააკაშვილი. მეორე – მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი იმიტომ, რომ მას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება საქართველოს დეოკუპაციაში მას შემდეგ, რაც უკრაინა დაიბრუნებს ტერიტორიებს და მოიგებს ომს. საქართველოსთვის არ არსებობს უკეთესი შესაძლებლობა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია უკრაინის ხელისუფლებასთან, დასავლელ პარტნიორებთან იყოს ჩვენი ქვეყნის მთავარი ლობისტი. ამიტომ, ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები