LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო პერსონალის საკმაოდ დიდ ნაწილს ვაქცინის გაკეთება არ უნდა ეს რეალური პრობლებაა: ვატო სურგულაძე

144
Capture

პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის წევრმა და ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ რადიო “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ექიმების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 15 მარტიდან მიმდინარეობს.

სულ დარეგისტრირებული ექიმების რაოდენობა დღევანდელი დღის 15 საათის მონაცემებით 5175-ია, აქედან აიცრა 2307 ადამიანი. ვატო სურგულაძის განცხადებით, ვაქცინაციას ექიმების უფრო დიდი რაოდენობა უნდა იკეთებდეს, დაბალი აქტივობის მიზეზი კი უნდობლობაა. მისივე განცხადებით, სანამ ვაქცინა საქართველოში ჩამოვიდოდა, მანამდე ხელისუფლებას შესაბამისი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩაეტარებინა, რათა მოსახლეობა ინფორმირებული ყოფილიყო ვაქცინის ავკარგიანობაზე.

სამედიცინო პერსონალის საკმაოდ დიდ ნაწილს ვაქცინის გაკეთება არ უნდა ეს რეალური პრობლებაა. არ ჩატარებულა შესაბამისი კამპანია ვაქცინის უსაფრთხოებაზე, არც შესაბამისი ღონისძიებები. უნდობლობა მეორე ფაქტორია და მესამე ფაქტორი ალბათ ქართული სიზარმაცეა. 

ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. შაბათს მეც მივდივარ და უნდა ავიცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით.

არიან ანტივაქსერული განწყობებიც. ეს პრობლემა მარტო ჩვენთან არ არის, ევროპაშიცაა. გუშინ მირეკავს ერთ-ერთი ექიმი და მეუბნება, რომ ოთხ აცრილს შოკი განუვითარდა და რეანიმაციაში დააწვინესო. ნუ რა თქმა უნდა ეს იყო ჭორი. ასეთ რაღაცებზე უნდა ვაკეთებდეთ სწრაფ რეაგირებას. 

ყველა ექიმი უნდა იყოს აცრილი. ვაქცინაცია ეს არის საზოგადოებრივი საქონელი და ვიღაცის მიერ ვაქცინის არ გაკეთება პრობლემას წარმოადგენს”, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

პოპულალურები